Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გრძელდება მოლაპარაკება მმართველი კოალიციის შესაქმნელად


საბერძნეთის კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატია“ მეორე დღეა, აწარმოებს მოლაპარაკებებს კვირის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის შესაქმნელად. შეხვედრები იმართება სოციალისტურ პარტია „პასოკთან“ და „დემოკრატ მემარცხენეებთან“. კოალიციაზე მოლაპარაკებისათვის განსაზღვრული ვადა ოთხშაბათს ამოიწურება. კონსერვატიული პარტია აცხადებს, რომ მისი მთავრობა შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც საბერძნეთმა იკისრა ვალებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად უცხოელ კრედიტორებთან დადებული შეთანხმებით.
XS
SM
MD
LG