Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაეროს მეთვალყურეების უფროსი დღეს გამოვა უშიშროების საბჭოში


სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, გენერალი რობერტ მუდი დღეს მოხსენებით გამოვა გაეროს უშიშროების საბჭოში. სხდომა იმართება მას შემდეგ, რაც შაბათს გაეროს მისიამ გააუქმა მისი წევრი 300 მეთვალყურის პატრულირება სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის ძალადობის გამწვავების გამო. გაეროს მისიის წევრები აპრილში ჩავიდნენ სირიაში, სამშვიდობო გეგმის შესრულების სამეთვალყურეოდ, მაგრამ დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო გეგმა არ დაუცვიათ. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა გუშინ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას სირიაში ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ. მაგრამ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ობამა და პუტინი შეთანხმდნენ კონფლიქტის მოგვარების რაიმე გეგმაზე.
XS
SM
MD
LG