Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა პრემიერ-მინისტრს


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის. შესაბამისი განცხადება გაკეთდა დღეს - ორ თვეში მას შემდეგ, რაც სასამართლომ გილანი დამნაშავედ სცნო მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლაში. მიზეზი იყო გილანის უარი სასამართლოს მოთხოვნაზე, მიემართა ზომებისათვის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის კორუფციაში ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიების განსაახლებლად. მაშინ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ სიმბოლური სასჯელი შეუფარდეს - ერთი წუთით პატიმრობა, მაგრამ მოგვიანებით სასამართლო შეუდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან გილანის ქმედების შესაბამისობის საკითხის განხილვას. ამ განხილვის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია გილანის ყოფნა თანამდებობაზე, ისევე როგორც პარლამენტის წევრობა. ცნობების თანახმად, პაკისტანის მმართველი პარტია საგანგებო სხდომას მართავს.
XS
SM
MD
LG