Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ”მზის” შესახებ სარჩელები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში შევა


ვანო ჩხარტიშვილის სარჩელები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში შევა - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბიზნესმენის ბრიტანელმა ადვოკატმა საიმონ პეიჯეტ ბრაუნმა. მისი განცხადებით, 2004 წელს ჩხარტიშვილი იძულებული იყო ტელეკომპანია "მზის" საკონტროლო პაკეტი უსასყიდლოდ დაეთმო. ბრიტანელი ადვოკატის განმარტებით, სასამართლო პროცესი დაადგენს წილის გადაცემის კანონიერების საკითხს. ჩხარტიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა თემურ მამასახლისმა კი განაცხადა, რომ მტკიცებულებებს უკვე საკმარისად ფლობენ, თუმცა, სრულყოფისთვის დამატებითი მუშაობა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG