Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია "მზეს" სასამართლოს ძალისხმევით დაიბრუნებს


ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "მზის" მითვისების პროცესში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩართულნი იყვნენ თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა და პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. ჟურნალისტებს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩხარტიშვილის განცხადება დღეს მისმა პრესმდივანმა გიორგი გიორგაძემ გააცნო. ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია "მზეს" სასამართლოს ძალისხმევით დაიბრუნებს, თუმცა საქართველოში ობიექტურობის იმედი არ აქვს და პარალელურად საქმის წარმოებას საერთაშორისო სასამართლოებში იწყებს. ”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა, უგულავამ და ბეჟუაშვილმა უკანონო ქმედებით მიყენებულ ზიანზე პასუხი აგონ არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ პირადი ქონებით. მჯერა, რომ საერთაშორისო სასამართლო მათ ფინანსურ სანქციებს დააკისრებს და ეს თანხა თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება", - ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია "მზის" დაბრუნების შემდეგ, არხი სამართავად საზოგადოებრივ საბჭოს გადაეცემა, "რათა ქართულ საზოგადოებას ძლიერი საგანმანათლებლო-შემეცნებითი არხი ჰქონდეს."
XS
SM
MD
LG