Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღის ბოლომდე აქვს


კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ბიძინა ივანიშვილს დღის ბოლომდე აქვს. კონტროლის პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილება ოფიციალურად 12 ივნისს დაფიქსირდა და ამიტომ, ჯარიმის გადახდის 7-დღიანი ვადა 19 ივნისს, დღის ბოლოს იწურება. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი კომპანიების მეშვეობით და პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით ახორციელებდა კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსებას, რასაც 11 ივნისს დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლო და ბიძინა ივანიშვილი 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დააჯარიმა. ეს თანხა 15 ივნისს გაანახევრა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბსურდული ჯარიმის გადახადას არ აპირებს. საქართველოს კონტოლის პალატა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რას აპირებს ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG