Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დააფინანსებს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელთა განათლებას


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო აცხადებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას დააფინანსებს ორი სეპარატისტული რეგიონის მკვიდრთათვის, ვისაც ექნება პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 19 ივნისს გაავრცელა განათლების სამინისტრომ. განცხადების მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვთ მინიჭებული ნეიტრალური დოკუმენტები, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობები უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიმართ. ეს, უარყოფითი პოზიცია მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქართველოში ბოლო ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ცნოს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG