Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა ქურთი მეამბოხეების თავდასხმას


თურქეთიდან იუწყებიან, რომ ქურთი მეამბოხეები თავს დაესხნენ თურქების სამხედრო შენაერთს, რის შემდეგაც შეტაკებამ შეიწირა 18 მეამბოხე და რვა თურქი ჯარისკაცი. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა 16 ჯარისკაცი. შეტაკება მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ერაყთან და ირანთან თურქეთის საზღვრის მახლობლად. აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები თითქმის 30 წელია, იბრძვიან თურქეთში ქურთების მეტი ავტონომიისათვის.
XS
SM
MD
LG