Accessibility links

logo-print

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე


ეგვიპტიდან სხვადასხვა ცნობა ვრცელდება ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მენა“ იუწყება მუბარაქის „კლინიკურ სიკვდილზე“ მაშინ, როცა მოგვიანებით გავრცელებულ ცნობებში დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს, მათ შორის „ასოშიეიტიდ პრესს“, მოჰყავთ ოფიციალური პირებისაგან მიღებული ინფორმაცია, რომ 84 წლის მუბარაქი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მუბარაქს სამშაბათს დილით ინსულტი დაემართა და ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს ციხიდან, რომელშიც სამუდამო პატიმრობას იხდის. უფრო ადრე სახელმწიფო ტელევიზია იუწყებოდა, რომ ექიმებმა დეფიბრილატორი გამოიყენეს მას შემდეგ, რაც მუბარაქის გული რამდენიმე წამით გაჩერდა.
XS
SM
MD
LG