Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებულ ორ პროფესორს


რუსეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტის ორ პროფესორს, რომლებიც დამნაშავედ სცნო ჩინეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის - რუსეთის კონტინენტთაშორისო რაკეტა „ბულავას“ მონაცემების - მიწოდებაში. ევგენი აფანასიევს 12,5 წლით, სვიატოსლავ ბობიშევს კი 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ორივე თავს უდანაშაულოდ სცნობს. ბრალდების მხარის განცხადებით, რაკეტის შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაცია 2009 წელს გადაეცა ჩინეთს, როცა აფანასიევი და ბობიშევი მუშაობდნენ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ბალტიის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG