Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გრძელდება მოლაპარაკება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე


პაკისტანში მეორე დღეა, გრძელდება მოლაპარაკება კოალიციური მთავრობისათვის ახალი პრემიერ-მინისტრის შესარჩევად მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის. გილანი სამშაბათს გადააყენეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ აპრილში დამნაშავედ სცნო მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. ასე შეაფასა სასამართლომ გილანის უარი კორუფციის ბრალდებით პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ გამოძიების განახლების მოთხოვნაზე. გილანი, მისი ადვოკატის, აიცაზ აჰსანის განცხადებით, არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „იუსუფ რაზა გილანისთვის მისაღებია გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ის არ აპირებს საჩივრის შეტანას. მე ასეთი დავალება არ მიმიღია“, - უთხრა გილანის ადვოკატმა ჟურნალისტებს ისლამაბადში. პაკისტანის პრეზიდენტმა სამშაბათსვე დაიწყო მმართველი პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე.
XS
SM
MD
LG