Accessibility links

logo-print

რუსეთში წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს "პუსი რაიოტის" წევრს


მოსკოვში სასამართლომ, სულ ცოტა, 24 ივლისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ნადეჟდა ტოლოკონიკოვას - ქალთა პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" წევრს, რომელიც ხულიგნობაშია ბრალდებული. სასამართლო, სავარაუდოდ, ასევე გაუხანგრძლივებს პატიმრობას "პუსი რაიოტის" კიდევ ორ წევრს. სამივე როკერი თებერვალში დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო სიმღერა წამოიწყეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. ჯერ არ უთქვამთ, როდის დაიწყება მათი სასამართლო პროცესი. ახალგაზრდა ქალებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დღეს პოლიციამ დააკავა "პუსი რაიოტის", სულ ცოტა, ხუთი მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობდა სასამართლოს შენობასთან ჩატარებულ საპროტესტო აქციაში.
XS
SM
MD
LG