Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერძენი სოციალისტების ლიდერი: მიღწეულია შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე


საბერძნეთის სოციალისტურ პარტია „პასოკის“ ლიდერის, ევანგელოს ვენიზელოსის განცხადებით, სამივე პარტიამ, რომელიც ემხრობა ათენის მიერ უცხოელ კრედიტორებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მიაღწია შეთანხმებას ახალ კოალიციურ მთავრობაზე. „საბერძნეთს ჰყავს მთავრობაო“ - უთხრა დღეს ვენიზელოსმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მოგვიანებით გამოცხადდება მთავრობის შემადგენლობა. კოალიციაში „პასოკთან“ ერთად შედიან კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატია“ და პარტია „დემოკრატი მემარცხენეები“. ბოლო ინფორმაციით, პარტია „ახალ დემოკრატიას“, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ერგო კვირის საპარლამენტო არჩევნებში, ხუთშაბათამდე აქვს დრო კოალიციის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG