Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ არსოშვილი ”თელასის” კომერციულ დირექტორად დაინიშნა


თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის ”თელასის” კომერციულ დირექტორად დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ არსოშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი და შიდა ქართლის გუბერნატორი. ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საკადრო ცვლილების მიზეზს არ განმარტავენ. რამდენიმე ხნის წინ ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ”თელასის” შეძენის სურვილი აქვს. თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის აქციათა 75% რუსეთის კომპანია ”გაერთიანებულ ენერგოსისტემებს” ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG