Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღინიშნება


საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. გაეროს მონაცემებით, 2012 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოში 265 ათას 295 იძულებით გადაადგილებული პირია. ახლახან გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გენერალურ ასამბლეას განსახილველად გაუგზავნა მოხსენება საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტში, რომელიც 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მხრივ რაიმე საგრძნობი ცვლილება არ შეინიშნება. ლტოლვილთა მსოფლიო დღე გამოფენით, სპორტული შეჯიბრით და კონცერტით აღნიშნეს გორში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა, გასახლების და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ჩავიდა. საღამოს თბილისში გაეროს სიმბოლური ლურჯი ფერით განათდება ქართლის დედის ქანდაკება.
XS
SM
MD
LG