Accessibility links

შსს არასერიოზულს უწოდებს ლაშა კურტანიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


შსს-ში არასერიოზულს უწოდებენ ძებნილად გამოცხადებული პოლიციელის ლაშა კურტანიძის მამის ვერსიას, რომ მისი ვაჟი სამართალდამცავებს უკვე დაკავებული ჰყავთ. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მშობლებმა სავარაუდოდ, კარგად იციან შვილის ადგილსამყოფელი და უმჯობესი იქნება, თუ პოლიციას ჩააბარებენ. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მის თანამშრომელს ლაშა კურტანიძეს სამართალდამცავების ფარულად ჩაწერა დაავალა ზაზა ჭელიძემ და სანაცვლოდ გადასცა ”ქართული ოცნების” წევრის ირაკლი სესიაშვილისგან მიღებული 3 ათასი დოლარი. თავად სესიაშვილმა და ”ქართულმა ოცნებამ” პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და ხელისუფლების პროვოკაციად შეაფასეს. რაც შეეხება დაკავებულ ზაზა ჭელიძეს, რომელიც ირაკლი სესიაშვილის მეგობარია, მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG