Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხოსტში. ამ წყაროს ცნობით, აფეთქება მიმართული იყო ნატოს ავტოკოლონის წინააღმდეგ. დაღუპულებს შორის არის 17 ავღანელი, მათ შორის რამდენიმე სამოქალაქო პირი. ქაბულში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ დაიღუპნენ ნატოს სამი ჯარისკაცი და მათი ავღანელი თარჯიმანიც.
XS
SM
MD
LG