Accessibility links

logo-print

რუსეთში წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს "პუსი რაიოტის" სამ წევრს


მოსკოვში სასამართლომ, სულ ცოტა, 24 ივლისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩს და მარია ალიოხინას - ქალების პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" სამ წევრს, ხულიგნობაში ბრალდების საფუძველზე. სამივე როკერი თებერვალში დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო სიმღერა წამოიწყეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. ჯერ არ გამოუცხადებიათ, როდის დაიწყება მათი სასამართლო პროცესი. ახალგაზრდა ქალებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ოთხშაბათს პოლიციამ დააკავა "პუსი რაიოტის", სულ ცოტა, 15 მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობდა სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაში.
XS
SM
MD
LG