Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში შეიპყრეს შეიარაღებული პირი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი


საფრანგეთის პოლიციამ, მისივე განცხადებით, შეიპყრო შეიარაღებული პირი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი ქალაქ ტულუზის ერთ-ერთ ბანკში. გათავისუფლებულია ოთხივე მძევალი. ისინი არ დაშავებულან. რეგიონის პოლიციის წარმომადგენლის, ფრედერიკ ტამიზიეს განცხადებით, ოპერაციის დროს დაიჭრა თავდამსხმელი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეიარაღებულ პირს წარსულში ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და ახლა ამბობს, რომ რელიგიური მოტივით მოქმედებდა. ხოლო საფრანგეთის მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამბობს, რომ „ალ-ყაიდის“ მიმდევარია. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ამავე ქალაქში, ტულუზაში, პოლიციამ მარტში მოკლა „ალ-ყაიდის“ მიმდევრად მიჩნეული მოჰამედ მერა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სამი ჯარისკაცისა და ოთხი სამოქალაქო პირის, მათ შორის ებრაელი ბავშვების დახოცვაში.
XS
SM
MD
LG