Accessibility links

პარასკევს პაკისტანში ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ


პაკისტანის პრეზიდენტმა პარასკევს მოიწვია პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის. გილანი სამშაბათს გადააყენეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ აპრილში დამნაშავედ სცნო მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. ასე შეაფასა სასამართლომ გილანის უარი კორუფციის ბრალდებით პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ გამოძიების განახლების მოთხოვნაზე. პაკისტანის პრეზიდენტმა სამშაბათსვე დაიწყო მმართველი პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე. ჯერ არ გავრცელებულა ცნობა, ვის დაასახელებენ კანდიდატურად პარლამენტის პარასკევისათვის დანიშნულ სხდომაზე.
XS
SM
MD
LG