Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ”27 მილიონი ადამიანი იძულებით მონობაშია”


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას შეეხება, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი იძულებით მონობაში იმყოფება. როგორც ანგარიშშია მითითებული, იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ირანი. ”არსებობს ტენდენცია, რომ მსგავსი სიტუაცია შეიქმნას ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, უზბეკეთში, რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში”, - ნათქვამია ანგარიშში. სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა იმ სახელმწიფოების ”შავ სიაში” შეიყვანა სირია, რომლებიც არ ასრულებენ შეთანხმებას ადამიანებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს სანქციები და დახმარების შეზღუდვა ვაშინგტონიდან.
XS
SM
MD
LG