Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დარჩნენ


სირიაში გაეროს მონიტორინგის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა გენერალმა რობერტ მუდმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, მიუხედავად საფრთხისა, სირიის ტერიტორიაზე უნდა დარჩნენ. მუდი აღნიშნავს, რომ დაახოებით სამასი დამკვირვებელი, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ახორციელებენ მონიტორინგს, არაერთხელ აღმოჩნდნენ საფრთხის ქვეშ. მათ ავტომობილებს რამდენჯერმე გაუხსნენ ცეცხლი. მისი მონაცემებით, უკანასკნელი რვა დღის განმავლობაში დამკვირვებლების 9 ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი. გაეროს სადამკვირვებლო მისია სირიაში აპრილში ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ რობერტ მუდმა განაცხადა, რომ გაძლიერებული საფრთხის გამო მონტორინგი დროებით წყვეტდა საერთაშორისო დამკვირვებლების პატრულირებას.
XS
SM
MD
LG