Accessibility links

მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება


უკანასკნელი საათების განმავლობაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თავდაპირველად ეგვიპტის სახელმწიფო სააგენტო MENA-მ, გაავრცელა ინფორმაცია, ჰოსნი მუბარაქის კლინიკური სიკვდილის შესახებ, რომელიც სამშაბათს ციხის საავადმყოფოდან კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სხვადასხვა დასავლური საინფორმაციო სააგენტოები, ძირითადად მედიკოსთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინებოდნენ, რომ 84 წლის ჰოსნი მუბარაქი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მუბარაქის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმებმა მაშინ მიიღეს, როდესაც ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე წუთით გაუჩერდა გული. ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც კაიროს სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ეგვიპტეში მიმდინარე დემონსტრაციების დროს ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.
XS
SM
MD
LG