Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჩეიშვილი: ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთის მხარეზე სამუშაოები გაგრძელდება


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთის მხარეზე „დაუყოვნებლივ გაგრძელდება“ სარესტავრაციო სამუშაოები. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ვაჩეიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, „პოზიციები ძალიან დაახლოებულია“ - შეხვედრაზე შეთანხმნენ, რომ უნდა მოილაპარაკონ დასავლეთის პატრონიკეს, ანუ ზედა გალერეის ფორმაზე ისე, რომ დიზაინი მისაღები იყოს საპატრიარქოსათვის. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ ტაძრის აღმოსავლეთის მხარის რესტავრაცია გაგრძელდება ვანო გრემელაშვილის პროექტით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ილია მეორემ 16 ივნისს მოითხოვა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერება, რასაც 18 ივნისს მოჰყვა ნიკა ვაჩეიშვილის განცხადება, რომ სამუშაოები შეჩერებულია.
XS
SM
MD
LG