Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ასახელებს ეუთოს თავმჯდომარეობის პრიორიტებებს


უკრაინამ დაასახელა პრიორიტეტული ამოცანები, რომლებსაც ისახავს 2013 წელს ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობისას. როგორც ეუთოს პრესრელიზშია ნათქვამი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშჩენკომ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე 20 ივნისს გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხელს შეუწყობს ეუთოს გაძლიერებას, ბალანსის დაცვას ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სფეროში და ეუთოს უფრო ეფექტიან მუშაობას კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. მისი თქმით, „მზარდი სტიმული უნდა მიეცეს კოლექტიურ ძალისხმევას“, რომელიც მიმართულია ეუთოს არეალში გაჭიანურებული კოფლიქტების მოგვარებისაკენ. ეუთოს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას) ჰყავს 56 წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაციაა. წელს ეუთოს მორიგე თავმჯდომარის რანგში ხელმძღვანელობს ირლანდია.
XS
SM
MD
LG