Accessibility links

ერაყში ტერორიზმის საქმეთა მეთვალყურე მოსამართლე დაჭრეს


ერაყელი მოსამართლე, რომელიც მეთვალყურეობდა ტერორიზმის საქმეებს, დაიჭრა ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ქალაქ კირკუკში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა სულ მცირე ორი პირი, დაშავდა ათამდე ადამიანი. მოსამართლე აზიზ იბრაჰიმი, ცნობით, სტაბილურ მდგომარეობაშია. აფეთქება მოხდა, როცა ის თავის ოფისს უახლოვლებოდა. კირკუკი ქურთებს, არაბებს და თურქმენებს შორის გაყოფილი ქალაქია.
XS
SM
MD
LG