Accessibility links

გარდაიცვალა რამაზ შენგელია


55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია. თბილისის ”დინამოს” თავდამსხმელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული იყო. 1978 და 1981 წლებში რამაზ შენგელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 1981 წელს კი ფრანგული სპორტული ჟურნალის France Football-ის ტრადიციულ რეიტინგში ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში შევიდა. რამაზ შენგელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი იყო.
XS
SM
MD
LG