Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაიდო


ეგვიპტის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაურკვეველი დროით გადადო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება. გასულ კვირაში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული დღეს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ საარჩევნო კომისიის ექსპერტებმა დამატებითი დრო ითხოვეს კანდიდატების საჩივრების განსახილველად. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა - ”მუსლიმანთა საძმოს” წარმომადგენელმა მუჰამედ მურსიმ და ყოფილმა პრემიერმა აჰმედ შაფიკმა - განაცხადეს არჩევნებში გამარჯვების შესახებ. სულ კომისიაში 400-მდე საჩივარი შევიდა.
XS
SM
MD
LG