Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თვის ბოლოს რუსეთს ეწვევა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ივნისის მიწურულს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის სამ ქვეყანას, მათ შორის რუსეთს. კლინტონი დაესწრება საერთაშორისო ფორუმს „ქალები ეკონომიკაში“, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება, მანამდე კი ესტუმრება ფინეთსა და ლატვიას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან ვიქტორია ნულანდის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში ვიზიტისას დაგეგმილია ასევე კლინტონის შეხვედრა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან. ისინი გააგრძელებენ დისკუსიას, რომელიც ამ კვირაში მექსიკაში, "დიდი 20"-ის სამიტის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე დაიწყეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის, ირანის, ავღანეთისა და სხვა საკითხების შესახებ. კლინტონის ტურნე 27-30 ივნისამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG