Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი: კორუფციასთან ბრძოლა ყველას ეხება


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პარლამენტარებსა და უცხოურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ავღანეთში კორუფციასთან საბრძოლველად. ხუთშაბათს პარლამენტში გამოსვლისას, კარზაიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყველა ერთად უნდა შეეცადოს, ბოლო მოუღოს ქრთამის აღებას, რაც ქვეყანას ართმევს მისთვის აუცილებელ ფინანსურ სახსრებს და აფერხებს მის პროგრესს. კარზაიმ მოწოდებით მიმართა შეერთებულ შტატებსაც - სთხოვა მას, აღარ გააფორმოს კონტრაქტები კერძო ფირმებთან, რომლებიც ავღანეთის მთავრობის წევრებს ეკუთვნის. კარზაის არაერთხელ აქვს დადებული პირობა, რომ კორუფციას აღმოფხვრის, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, მის ინიციატივებს საგულისხმო შედეგი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG