Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო: ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის საქართველო მე-6 წელია მოწინავე ადგილზეა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადგილს ინარჩუნებს შეფასების უმაღლეს კატეგორიაში - პირველ კალათაში. ტრეფიკინგთან ბრძოლის მხრივ წარმატება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო, პრაქტიკული და პრევენციული ზომების ეფექტიანობით ახსნა. ბურჯალიანის თქმით, შარშან ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოში კანონის შესაბამისად მკაცრად დაისაჯა 5 ადამიანი და სახელმწიფომ ფინანსური თვალსაზრისითაც გააძლიერა ტრეფიკინგის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის ზომები. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რჩება ტრეფიკინგის დონორ და სატრანზიტო ქვეყნად, თინა ბურჯალიანის განმარტებით, ადამიანებით ვაჭრობა ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულა და მასთან ეფექტური ბრძოლისთვის საქართველო მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობს.
XS
SM
MD
LG