Accessibility links

სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია რეალური მტკიცებულებები იმისა, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა. თავის მხრივ, სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას კანონის საფუძველზე მიღებულს უწოდებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG