Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარქისიანი: სომხეთი და საქართველო ერთიან საბაჟო სისტემაზე შეთანხმდნენ


სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ტიგრან სარქისიანის განცხადებით, სომხეთმა და საქართველომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას ერთიან საბაჟო სისტემაზე, რომლის ასამოქმედებლადაც უკვე მუშაობენ. ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი შეეხო ოთხშაბათს, როცა პარლამენტარებს წარუდგინა მთავრობის პროგრამა მომდევნო ხუთი წლისთვის. სარქისიანის განმარტებით, ერთიანი საბაჟო სისტემა საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გაიარონ მხოლოდ ერთი საბაჟო შემოწმება, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს საბაჟო პროცედურებს. სარქისიანის შეფასებით, საქმე ეხება „საკმაოდ მნიშვნელოვან შეთანხმებას“ და ის გაამარტივებს კონტაქტებს ორ ქვეყანას შორის. სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითად სარქისიანმა დაასახელა პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ორი ქვეყნის ბაზრები ღია უნდა იყოს და თანაბარ პირობებს აძლევდეს მეწარმე სუბიექტებს.
XS
SM
MD
LG