Accessibility links

ლავროვი ადასტურებს, რომ სირიისკენ მიმავალ გემზე სამხედრო ვერტმფრენები იყო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სატვირთო ხომალდზე, რომელიც ამ კვირაში ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეაჩერეს და ისევ რუსეთში დააბრუნეს, იყო სირიის მმართველი რეჟიმისათვის განკუთვნილი სამი სამხედრო ვერტმფრენი. ლავროვის ამ განცხადებით მოსკოვმა პირველად დაადასტურა, რომ ხომალდზე საბრძოლო ვერტმფრენები იყო. როგორც ლავროვმა თქვა რადიო "ეხო მოსკვისთან" საუბარში, საქმე ეხება რუსული წარმოების სამ ვერტმფრენს, რომლებიც რუსეთში „შეაკეთეს“ სირიასთან 2008 წელს ხელმოწერილი კონტრაქტის შესაბამისად. ამასთან, ლავროვმა გააკრიტიკა ცნობები, რომლებშიც საუბარია რუსეთის მიერ იარაღის ტრანსპორტირებაზე კონფლიქტით მოცულ სირიაში. ასეთი ცნობები, ლავროვის თქმით, რუსეთის იმიჯის შელახვას ემსახურება.
XS
SM
MD
LG