Accessibility links

logo-print

"გლობალ TV"-ს დირექტორი: დაყადაღებულია ანტენების შემნახველი სამი საწყობი


კომპანია "გლობალ TV"-ს დირექტორის, ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, დაყადაღებულია მისი კომპანიის ანტენების შემნახველი სამი საწყობი - "ელიტა ბურჯის" სასაწყობო მეურნეობა და სამტრედიისა და ურეკის სასაწყობო მეურნეობები. ბაზლიძე ამბობს, რომ პროკურატურისგან არ მიუღია წინასწარი გაფრთხილება. დღესვე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია "ელიტა ბურჯის" ცენტრალურ და სხვა საწყობებში "პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით“.
XS
SM
MD
LG