Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულ მხარეს გადასცეს ერთ-ერთი დაკავებული პირი


სოფელ ერგნეთში, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ესაზღვრება, ჩატარდა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეუთოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ამჟამინდელ ვითარებაზე, ბოდროინდელ ინციდენტებსა და მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე. დადებითად შეფასდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ქართული მხარისათვის ერთ-ერთი დაკავებულის გადაცემა, რაც შეხვედრის დაწყებამდე მოხდა. შიდა ქართლში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს 55 წლის ზაზა თავაძე, რომელიც ცხინვალში იყო დაპატიმრებული. ეუთოს პრესრელიზში გამოთქმული შეფასებით, შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. იქვეა აღნიშნული, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება 26 ივლისს.
XS
SM
MD
LG