Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბალის აფეთქების ერთ-ერთ მომწყობს


ინდონეზიაში სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კუნძულ ბალიზე 2002 წელს მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორს, უმარ პატეკს. ის გაასამართლეს როლისათვის, რომელიც შეასრულა ასაფეთქებელი მოწყობილობების მომზადებით, რასაც მოჰყვა თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ ორი აფეთქების მოწყობა და 200-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი. სასამართლომ დაადგინა, რომ უმარ პატეკი მონაწილებდა 2000 წელს ჯაკარტის ეკლესიაზე მოწყობილ თავდასხმაშიც. ამ თავდასხმამ 19 ადამიანი შეიწირა. თვით პატეკი ამბობს, რომ მცირე როლი შეასრულა ბალის თავდასხმებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების მომზადებაში და რომ ის, საერთოდ, თავდასხმების წინააღმდეგი იყო. ინდონეზიაში სიკვდილით დასაჯეს ბალის აფეთქებების სამი მთავარი ორგანიზატორი.
XS
SM
MD
LG