Accessibility links

logo-print

კულტურის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება


კულტურის სამინისტროში დღეს ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” კულტურის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, პროექტს წარადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იტალიელი რესტავრატორი, UNESCO-ს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების ავტორი და კონსულტანტი, ანდრეა ბრუნო. პრეზენტაციას ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მწერლები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG