Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეცხრე არხი" სატელიტური ანტენების დამონტაჟებას საკუთარ თავზე იღებს


ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ხელმძღვანელები სიგნალის გამავრცელებელი სატელიტური ანტენების დამონტაჟებას საკუთარ თავზე იღებენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა კახა ბექაურმა "მეცხრე არხის" ეთერში გუშინ, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ის რაც "გლობალ TV"-ის გარშემო ხდება, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა. "ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობამდე არ მივიდეს სიმართლე, რასაც "მეცხრე არხი" აშუქებს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან დღეიდან ტელეკომპანია დაფარვის ქსელის გააფართოებაზე თვითონ იზრუნებს",- განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ ანტენების დამონაჟებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
XS
SM
MD
LG