Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი განცხადებას გააკეთებს "გლობალ TV"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში "გლობალ TV"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სწავლობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის ოფისში განუცხადეს. "ჩვენ ჩართულები ვართ საქმის შესწავლაში და ამის თაობაზე განცხადებას დღეს გავაკეთებთ", - განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში იმ საწყობების დაყადაღება მიმდინარეობდა, სადაც კომპანიის სატელიტური ანტენები ინახება. ამ მიზნით სამართალდამცველები შევიდნენ "ელიტა ბურჯში", "გლობალ TV"-ის სათავო ოფისში, სამტრედიაში, ურეკსა და კახეთში მდებარე საწყობებში.
XS
SM
MD
LG