Accessibility links

დალაი ლამასთვის მილანის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება გადაიდო


მილანის მუნიციპალურმა საბჭომ გადადო თავისი გადაწყვეტილება ტიბეტის სულიერ ლიდერს დალაი ლამას მიანიჭოს მილანის საპატიო მოქალაქის წოდება, ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. რამდენიმე ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, დალაი ლამას მილანის საპატიო მოქალაქის წოდება 26-28 ივნისს მისი მილანში ვიზიტის დროს უნდა მინიჭებოდა. გადაწყვეტილება ითვალისწინებდა საზეიმო ცერემონიალსა და დალაი ლამასთვის ქალაქის სიმბოლური გასაღების გადაცემას. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მილანში ჩინეთის კონსულისა და ასევე სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მილანის პრეფექტურისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლით, მუნიციპალურმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გადადო. იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი დალაი ლამას მილანის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭებოდა, პეკინი მზად იყო გამოეცხადებინა ბოიკოტი, მილანში დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენისათვის - ”ექსპო-2015”, სადაც ჩინეთის პავილიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პავილიონია. დალაი ლამა რომის, ტურინისა და ვენეციის საპატიო მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG