Accessibility links

logo-print

ბოევიკები თავს დაესხნენ ქაბულთან მდებარე სასტუმროს


ქაბულის მახლობლად, დასასვენებელ ზონაში მდებარე სასტუმროს თავს ბოევიკები დაესხნენ. მათ ყუმბარსატყორცნები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. პოლიციის განცხადებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ. ვრცელდება ინფორმაცია მძევლებისა და მსხვერპლის შესახებ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს და განაცხადეს, რომ მდიდარი ავღანელები და უცხოელი ტურისტები ხშირად მართავენ ”ველურ წვეულებებს”. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლიციელებსა და სამხედრო ძალებზე თავდასხმა სულ უფრო და უფრო ხშირია და ეს მაშინ, როცა საერთაშორისო კოალიციის ძალები ავღანეთის დატოვებას 2014 წლის ბოლომდე აპირებენ.
XS
SM
MD
LG