Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ზღულაძის განცხადებით, ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება უნდა გაუმარტივდეს


საქართველოს შს-თა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, რომელიც არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად შექმნილი უწყებათშორისი კომისიის წევრიცაა, დღეს განაცხადა, რომ პარლამენტთან საუბრობენ დამატებით ზომებსა და ინიციატივებზე, რათა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. კონკრეტულად რა შინაარსისაა “საუბარი,” ზღულაძეს არ უთქვამს, თუმცა, დღესვე ტელეკომპანია რუსთავი 2- ს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომ ”ინიციატივის კონკრეტული შინაარსია ყველა სატელევიზიო არხს საქართველოში ჰქონდეს წვდომა მაყურებელთან ყველა მოქმედი საკაბელო ქსელის მეშვეობით.” ბაქრაძის განმარტებით, ”ეს არის გზა, რომლითაც ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავის სიტყვა მიიტანოს ამომრჩევლამდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გზა, რომ საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს ჰქონდეს შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალება.” ცნობისთვის, სამოქალაქო კამპანიის ”ეს შენ გეხება”-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტს სთავაზობდნენ ყველა საკაბელო ოპერატორის მიერ ყველა ქართული ტელეარხის გავრცელების ვალდებულების დაკანონებას და ამ ინიციატივაზე უარი კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩაურევლობის მოტივით მიიღეს.
XS
SM
MD
LG