Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნება" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. საუბრის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს განუმარტა, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან ”გლობალ TV”-ის არანაირი კავშირი არა აქვს და კომპანიით სამართალდამცავები მხოლოდ იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ერთ-ერთი მესაკუთრე მისი ძმაა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ”გლობალ TV” შვიდ წელზე მეტია არსებობს და მხოლოდ კომერციულ საქმიანობას ეწევა. შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი , ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.
XS
SM
MD
LG