Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში დასრულდა ბრეივიკის სასამართლო, განაჩენი 24 აგვისტოს გამოცხადდება


ნორვეგიაში დასრულდა მასობრივი მკვლელის, ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. მთავარი მოსამართლის თქმით, განაჩენი 24 აგვისტოს გახდება ცნობილი. ბრეივიკი აღიარებს, რომ 77 ადამიანი მოკლა შარშან ივლისში, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დღეს, სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან მოითხოვა ბრალდებები მოუხსნან - განაცხადა, ნორვეგიელ ხალხს მუსულმანთა იმიგრაციის მომხრეებისგან ვიცავდიო. ბრეივიკის გამოსვლის დაწყებისთანავე სასამართლო დარბაზი დატოვეს ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილმა პირებმა და დაღუპულების ნათესავებმა. 33 წლის ნორვეგიელი ექსტრემისტის ადვოკატების განცხადებით, ის შერაცხადად უნდა მიიჩნიონ და საშუალება უნდა მისცენ პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. პროკურორები მოითხოვდნენ ბრეივიკის შეურაცხადად ცნობას და ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებას.
XS
SM
MD
LG