Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დასრულდა სასტუმროზე იერიში, მოკლულია 20-ზე მეტი ადამიანი


ავღანეთიდან მოსული ცნობებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თითქმის 12-საათიანი იერიშის დროს, რომელიც თალიბანის ექსრემისტებმა ქაბულის შემოგარენში მდებარე სასტუმროზე მიიტანეს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა სულ მცირე 18 ადამიანი მოკლეს, უმეტესობა სამოქალაქო პირები. გავრცელებული ცნობით, მოკლულია ყველა - ოთხივე - თავდამსხმელი. ავტომატებით და ნაღმებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებლა ტბის პირას მდგარ სასტუმროზე იერიში ხუთშაბათს გვიან ღამით მიიტანეს და მძევლები აიყვანეს. პოლიციის ცნობით, ბევრი მძევლის განთავისუფლება მოხერხდა. თალიბანის ცნობით, მისმა მებრძოლებმა სასტუმროზე იერიში იმ მიზეზით მიიტანეს, რომ იქ შეძლებული ავღანელები და უცხოელები „თავაშვებულ წვეულებებს“ აწყობდნენ. ავღანეთში ნატოს ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ ალენი მიიჩნევს, რომ თავდასხმა, თავისი ფორმით, პაკისტანში დაფუძნებული, ჰაქანის ქსელის მიერ მიტანილ იერიშებს გავს.
XS
SM
MD
LG