Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: ალეპოს პროვინციაში 25-მდე ადამიანი დახოცეს


სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, ერთ-ერთ სოფელში 25-მდე ადამიანი დახოცეს. როგორც სირიის ოპოზიციური წყაროები, ისე სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ 25-მდე ადამიანი იქნა მოკლული ჩრდილოეთით მდებარე ალეპოს პროვინციაში, სოფელ დარათ აზაჰში. ოპოზიციის მომხრე ორგანიზაციამ, „ადამიანის უფლებების ისრიულმა ობსერვატორიამ“ პარასკევს გაავრცელა ვიდეო, რომელიც 26 გვამს ასახავს. ჯგუფი აცხადებს, რომ დახოცილები მთავრობის მომხრე გასამხედრუებული ჯგუფის, „შაბიჰას“ წევრები არიან. სახელმწიფო ტელევიზიამ მათ დახოცვაში „შეირაღარებული ტერორისტები“ დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG