Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი: დადგა დრო გავაძლიეროთ ზეწოლა სირიის მთავრობასა და მეამბოხეებზე


სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი ამბობს, რომ გავლენიანმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ სირიის მთავრობასა და მეამბოხეებზე განხორციელებული ზეწოლა, რათა ქვეყანაში ძალადობა დასრულდეს. ანანი ამ განცხადებით ჟენევაში გამოვიდა. მისი თქმით, აღარ რჩება დრო მის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად. გეგმის განხილვის მიზნით ანანმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები 30 ივნისს ჟენევაში მიიწვია - თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერჯერობით გარკვეული არ არის ჩატარდება თუ არა შეხვედრა. ამასთან, ანანის თქმით, კრიზისის გადაჭრაში მონაწილეობა ირანმაც უნდა მიიღოს. პარალელურად, სირიიდან გავრცელებული ცნობებით, 25-მდე ადამიანი იქნა მოკლული ჩრდილოეთით მდებარე ალეპოს პროვინციაში, სოფელ დარათ აზაჰში.
XS
SM
MD
LG