Accessibility links

logo-print

თურქეთი აცხადებს, რომ სირიამ ბოდიში მოუხადა თვითმფრინავის ჩამოგდების გამო


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ სირიამ ბოდიში მოიხადა ხმელთაშუა ზღვის თავზე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ერდოანის თქმით, გადარჩა ეკიპაჟის ორივე წევრი. მანამდე თურქეთის სამხედრო წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაკარგეს კონტაქტი F-4 ტიპის თვითმფრინავთან, რომელიც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა სირიის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან.
XS
SM
MD
LG