Accessibility links

logo-print

თურქეთი ცდილობს დაადგინოს, რა ბედი ეწია მის სამხედრო თვითმფრინავს


თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტეიპ ერდოანის განცხადებით, ის ვერ დაადასტურებს, რომ სირიამ ჩამოაგდო თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელთან კონტაქტიც დაკარგულია. როგორც ერდოანმა აღნიშნა პარასკევს ანკარაში გამართულ პრესკონფერეენციაზე, ცნობილი არ არის, რა მოხდა და საერთოდ, ჩამოგდებულია თუ არა თვითმფრინავი. მან დასძინა, რომ არაფერი იციან არც ორი პილოტის ბედზე. უფრო ადრე თურქეთის მედია ერდოანის განცხადებაზე მითითებით იუწყებოდა, რომ სირიამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ჩამოაგდო F-4 ტიპის თვითმფრინავი და რომ დამასკმა ამის გამო მაშინვე ბოდიში მოიხადა. მანამდე კი თურქეთის სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკარგულია კონტაქტი ერთ-ერთ თვითმფრინავთან. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG